Friday, October 17, 2008

პროექტი დედა

I სკოლა გთავაზობთ საცდელ პროექტს "დედა" ––– ფასილიტატორი ნანა ნოზაძე

ა“


17 ოქტომბერი 2008 წელი


1. პროექტის სახელი : „დედა“

2. პროექტის მოკლე აღწერა : სიტყვა ,,დედის'' მნიშვნელობის აღწერა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით; დედის როლი ქვეყნის ცხოვრებაში. სიტყვა „დედა“ გეოგრაფიაში, ისტორიასა და, საერთოდ, ცხოვრებაში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს დედის შესახებ; გაარჩევენ დედის როლს ისტორიაში,სხვადასხვა ქვეყნებში, ლიტერატურაში, მუსიკაში, ხელოვნებაში; შექმნიან საინტერესო პორტრეტებს, ესეებს და ნაწარმოებებს..... შეადარებენ პერსონაჟებს, გაითამაშებენ სცენებს სპექტაკლებიდან, ფილმებიდან; შეიქმნება სლაიდშოუ ამ თემაზე სხვადასხვა მხატვრის თუ მოქანდაკის მიერ შექმნილი შედევრების გამოყენებით; ქართველი კაცისათვის დედაა სიცოცხლის საწყისი,ამიტომაც სამშობლოს დედა სამშობლო უწოდა,მთავარ სვეტს - დედაბოძი, მიწას-დედამიწა.ბავშვები იმსჯელებენ ამის შესახებ,სხვადასხვა ასპექტით გააანალიზებენ მოცემულ მასალას; მოამზადებენ ინტერვიუებს.

4. მონაწილეთა ასაკი: 5–11, 12–14, 15–18;

5. ვადები ––– 3 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები კლასში იმუშავებენ ჯგუფებად-თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი დავალება და საკვლევი საკითხი.

7. მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გაეცნობიან უამრავ ნაწარმოებს თუ ხელოვნების ნიმუშს, მიიღებენ უამრავ ინფორმაციას, შეისწავლიან სხვადასხვა ქვეყნის ადათ- წესებს და გამოუმუშავდებათ კვლევის, გარჩევისა და გაანალიზების უნარი.


ბავშვები შექმნიან ნახატებს, ესეებს... გაკეთდება სლაიდშოუ სხვადასხვა მხატვრის თუ მოქანდაკის მიერ ამ თემაზე შექმნილი შედევრების გამოყენებით; შეიქმნება DVD დისკი მუსიკალური ჩანაწერებით დედაზე, ჟურნალი, ვებ–ბლოგი; გათამაშდება სცენები პიესებიდან და ფილმებიდან.

8. სარგებელი სხვებისათვის: მსოფლიოს ან საქართველოს მასშტაბით შეიქმნება ცნობარი სხვადასხვა ნაწარმოებებისა და ნახატების შესახებ, რომლებიც ეხება დედას.;


ახალგაზრდები ეცნობიან ერთმანეთის დედებს, იღებენ მეგობრების მშობლებისაგან ინტერვიუებს, ამით უახლოვდებიან ერთმანეთს და უყალიბდებათ პატივისცემა.

9. სამუშაო ენა: ქართული


10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, ხატვა, მუსიკა.


11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა ნოზაძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nananozadze@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: IEARN- Kartuli ფორუმზე – პროექტი ....დედა.....

15. პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი: proeqtideda.blogspot.com






6 comments:

kvavili said...

დალიან საინტერესო პროექტია და სათუთი

55-ე სკოლა said...

ძალიან საინტერესო საინტერესო პროექტია. რა პატარაა სიტვაა და რამხელა აზრია ამ სიტყვაში ჩაქსოვილი
ციალა

55-ე სკოლა said...

ძალიან საინტერესო პროექტია.რა პატარა სიტყვაა და რამხელაა აზრია ჩადებული.ციალა

maka 999 said...

ძალიან საინტერესო პროექტია.დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანია და მას გაფრთხილება სჭირდება.
მაკა ფომენკო.
ბათუმი,N2 საჯარო სკოლა

ნანა წიკლაური said...

mometsona, sainteresoa!

Pavle Tvaliashvili said...

ნანა, იქნებ ჩაამატოთ, არავინ გამოთქვა სურვილი თქვენს პროექტში მონაწილეობის? თუ ვინმემ გამოთქვა ჩაამატეტ პუნქტში: ”მონაწილეები სხვა სკოლებიდან”

პავლე თვალიაშვილი
iEARN/GEARN კოორდინატორი