Friday, October 17, 2008


პროექტი დედა

I სკოლა გთავაზობთ საცდელ პროექტს "დედა" ––– ფასილიტატორი ნანა ნოზაძე

ა“


17 ოქტომბერი 2008 წელი


1. პროექტის სახელი : „დედა“

2. პროექტის მოკლე აღწერა : სიტყვა ,,დედის'' მნიშვნელობის აღწერა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით; დედის როლი ქვეყნის ცხოვრებაში. სიტყვა „დედა“ გეოგრაფიაში, ისტორიასა და, საერთოდ, ცხოვრებაში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს დედის შესახებ; გაარჩევენ დედის როლს ისტორიაში,სხვადასხვა ქვეყნებში, ლიტერატურაში, მუსიკაში, ხელოვნებაში; შექმნიან საინტერესო პორტრეტებს, ესეებს და ნაწარმოებებს..... შეადარებენ პერსონაჟებს, გაითამაშებენ სცენებს სპექტაკლებიდან, ფილმებიდან; შეიქმნება სლაიდშოუ ამ თემაზე სხვადასხვა მხატვრის თუ მოქანდაკის მიერ შექმნილი შედევრების გამოყენებით; ქართველი კაცისათვის დედაა სიცოცხლის საწყისი,ამიტომაც სამშობლოს დედა სამშობლო უწოდა,მთავარ სვეტს - დედაბოძი, მიწას-დედამიწა.ბავშვები იმსჯელებენ ამის შესახებ,სხვადასხვა ასპექტით გააანალიზებენ მოცემულ მასალას; მოამზადებენ ინტერვიუებს.

4. მონაწილეთა ასაკი: 5–11, 12–14, 15–18;

5. ვადები ––– 3 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები კლასში იმუშავებენ ჯგუფებად-თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი დავალება და საკვლევი საკითხი.

7. მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გაეცნობიან უამრავ ნაწარმოებს თუ ხელოვნების ნიმუშს, მიიღებენ უამრავ ინფორმაციას, შეისწავლიან სხვადასხვა ქვეყნის ადათ- წესებს და გამოუმუშავდებათ კვლევის, გარჩევისა და გაანალიზების უნარი.


ბავშვები შექმნიან ნახატებს, ესეებს... გაკეთდება სლაიდშოუ სხვადასხვა მხატვრის თუ მოქანდაკის მიერ ამ თემაზე შექმნილი შედევრების გამოყენებით; შეიქმნება DVD დისკი მუსიკალური ჩანაწერებით დედაზე, ჟურნალი, ვებ–ბლოგი; გათამაშდება სცენები პიესებიდან და ფილმებიდან.

8. სარგებელი სხვებისათვის: მსოფლიოს ან საქართველოს მასშტაბით შეიქმნება ცნობარი სხვადასხვა ნაწარმოებებისა და ნახატების შესახებ, რომლებიც ეხება დედას.;


ახალგაზრდები ეცნობიან ერთმანეთის დედებს, იღებენ მეგობრების მშობლებისაგან ინტერვიუებს, ამით უახლოვდებიან ერთმანეთს და უყალიბდებათ პატივისცემა.

9. სამუშაო ენა: ქართული


10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება, ხატვა, მუსიკა.


11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა ნოზაძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nananozadze@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: IEARN- Kartuli ფორუმზე – პროექტი ....დედა.....

15. პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი: proeqtideda.blogspot.com